თეონა აფრიდონიძის გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: თეონა აფრიდონიძე
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: X კლასი,
მოსწავლეთა რაოდენობა: 9 მოსწავლე, კლასში სსსმ და შმმ
მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: გოგირდის ნაერთები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გოგირდის
ნაერთებს და შეძლებენ ცდების საშუალებით დაადგინონ განზავებული და კონცენტრირებული
გოგირდმჟავას თვისებები.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ ფორმები
|
სასწავლო რესურსები/სასწავლო
ტექნიკა
|
დრო (წთ)
|
აქტივობის ბოლოს
მისაღწევი შედეგები
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს,ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას,აცნობს ფლიპჩარტზე
წარმოდგენილ გაკვეთილის თემას,მიზანს , რომელიც
ერთობლივად არის შემუშავებული.
ასევე აცნობს შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც დაფაზე არის გაკრული.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი, ფლიპჩარტი, შეფასების რუბრიკა.
|
2 წთ
|
მოსწავლეებე ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა.
|
2
|
მასწავლებელი კითხვა-პასუხის გამოყენებით ააქტიურებს მოსწავლის წინარე
ცოდნას.
1) გავიხსენოთ რა ვიცით გოგირდის გავრცელების შესახებ? როგორი სახით
არის ბუნებაში გოგირდი გავრცელებული?
2) რა არის ალოტროპია და გოგირდს რამდენი ალოტროპი გააჩნია?
3) რომელ გოგირდის ნაერთებს ვიცნობთ დაფაზე დამიწერეთ ასოციაციური რუკის
სახით?
4) რისთვის იყენებენ გოგირდს?
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს ზეპირი კომენტარით შეფასების რუბრიკაზე
დაყრდნობით. (დანართი#1)
წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მასწავლებელი აკეთებს საშინაო დავალების
ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს აძლევს მითითებებს.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
|
5 წთ
|
მასწავლებელი ადგენს მოსწავლის წინარე ცოდნის დონეს და ხარისხს.
|
3
|
მასწავლებელი მოსაწავლეებს აცნობს გოგირდის ნაერთებს, თვისებებს და აწვდის
ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ. მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას სლაიდის საშუალებით, სადაც
წარმოდგენილია გოგირდი და მისი ნაერთები. მინი ლექციის დროს პარალელურად სვამს კითხვებს
მასალასთან დაკავშირებით, ამეორებინებს მოსწავლეებს თვისებებს.
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს ზეპირი კომენტარით.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
მენდელეევის პერიოდული სისტემა,კომპიუტერი, პროექტორი.
|
15 წთ
|
აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გოგირდის ნაერთების
და მათი ტვისებების დასახელება.
|
4
|
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად, შემთხვევითობის პრინციპით. თუ საჭირო
გახდა ახდენს კორექციას. წინასწარ გამზადებულ ფურცლებს, რომელზედაც წარმოდგენილია
ჯგუფების ნომრები, I ჯგუფი,
II
ჯგუფი, მოსწავლეები იღებენ სათითაოდ.
მასწავლებელი ჯგუფებს ახსენებს ქცევის წესებს, აძლევს ინსტრუქციას და
ურიგებს ფლიპჩარტებს, რომელზედაც დავალება უკვე არის წარმოდგენილი, დავალების შინაარსი
შემდეგია: I ჯგუფი
ატარებს ცდას კონცენტრირებულ გოგირდმჟავაზე, ხოლო II ჯგუფი განზავებულ გოგირდმჟავაზე.
უმატებენ სპილენძს, თუთიას და რკინას. დაწერენ ქიმიურ რეაქციას და მიღებული შედეგებით
შეავსებენ ცხრილს რომელიც წინასწარ აქვთ ფლიპჩარტზე წარმოდგენილი.(დანართი#2)
მასწავლებელი დროდადრო აკონტროლებს ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოს,
გზიდან აცდენის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით და აძლევს მითითებებს საჭიროების
შემთხვევაში.
დავალების დასრულების შემდეგ პრეზენტატორები გამოვლენ დაფასთან, გააკრავენ
დაფაზე ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებებს და გააკეთებენ პრეზენტაციას, გაანალიზებენ
თუ როგორ შეასრულეს სამიშაო და რა ეტაპების გავლა მოუხდათ მათ საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად.
შესრულებულ სამუშაოს მასწავლებელი აფასებს ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკის გამოყენებით და აკეთებს ზეპირ კომენტარს.
|
სიღრმისეული წვდომა
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფლიპჩარტი, მარკერი, დაფა.
|
20 წთ
|
აღნიშნული აქტივობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას, თვითშეფასებას,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, მოტივაციას. უვითარდებათ ანალიზის და დასკვნების
კეთების უნარები.
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლის სახელმძღვანელოდან აძლევს დავალებებს გვ.201
პარ.5.7 N1, N2, N3.
|
|
საერთო საკლასო
|
მოსწავლის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი.
|
1 წთ
|
აღნიშნული დავალების შესრულება მოითხოვს გოგირდის ნაერთებისა და მათი
თვისებების გამოყენებას.
|
6
|
შეფასებას მასწავლებელი აკეთებს როგორც განმავითარებელს, ასევე განმსაზღვრელს.
(საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა.)
|
|
|
შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა,
|
2წთ
|
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: ქიმ.X.12 მოსწავლეს
შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა.
შეფასება: განმავითარებელი- განმსაზღვრელი; (შეფასების რუბრიკა
თან ახლავს გეგმას დანართის სახით)
დანართი#1
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-6
|
7-8
|
9-10
|
1)
შეუძლია გოგირდის ამოცნობა ფერის და სუნის მიხედვით
|
არ შეუძლია გოგირდის ამოცნობა ფერის და სუნის მიხედვით
|
შეუძლია გოგირდის ამოცნობა,მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას.
|
შეუძლია გოგირდის ამოცნობა ფერის და სუნის მიხედვით
|
შეუძლია გოგირდის ამოცნობა ფერის და სუნის მიხედვით და მსჯელობა პერიოდულ
სისტემაში მისი ადგილმდებარეობის მიხედვით.
|
2) შეუძლია
გოგირდის ნაერთების დასახელება და თვისებების ჩამოყალიბება.
|
არ შეუძლია გოგირდის ნაერთების დასახელება და თვისებების ჩამოყალიბება.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთების დასახელება და თვისებების ჩამოყალიბება,
მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთების დასახელება და თვისებების ჩამოყალიბება.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთების დასახელება და თვისებების ჩამოყალიბება,
მსჯელობს ნაერთების გამოყენებაზე.
|
3) შეუძლია
გოგირდის ნაერთებზე მსჯელობა და მათზე ცდების ჩატარება.
|
არ შეუძლია გოგირდის ნაერთებზე მსჯელობა და მათზე ცდების ჩატარება.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთებზე მსჯელობა, მაგრამ არ შეუძლია მათზე ცდების
ჩატარება.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთებზე მსჯელობა და მათზე ცდების ჩატარება.
|
შეუძლია გოგირდის ნაერთებზე მსჯელობა და მათზე ცდების ჩატარება. მოჰყავს
არგუმენტი თავის მოსაზრების გასამყარებლად.
|
დანართი#2
რეაქტივები
|
Cu
|
Zn
|
Fe
|
განზავებული გოგირდმჟავა
|
რეაქცია არ წარიმართება
|
ხსნარი გაცხელდება და ამოვა წყალბადის ბუშტები.მიიღება თუთიის სულფიდი.
|
ხსნარი გაცხელდება და ამოვა წყალბადის ბუშტები,მიიღება რკინის სულფიდი.
|
კონცენტრირებული გოგირდმჟავა
|
მიიღება ლურჯი ფერის ბლანტი სითხე.
|
რეაქცია არ წარიმართება.
|
რეაქცია არ წარიმართება.
|
Comments
Post a Comment